ტროლებისა და ბოტების სამყარო
რა ხდება ტროლებისა და ბოტების ვირტუალურ სამყაროში? დღევანდელ ინტერნეტ-რეალობაში ხშირად შეხვდებით ტერმინებს ტროლი და ბოტი . ამ ბლოგში გაიგებთ, რა არის ტროლი და ბოტი, რატომ არსებობენ ისინი და რა ზიანის თუ სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ. ტროლი ისეთი პიროვნებაა, რომელიც თავისი რეალური იდენტობის გამხელის გარეშე, ყალბი ექაუნთებით ცდილობს ხელი შეუშალოს ჯანსაღ დისკუსიებს, მიზანმიმართულად გაავრცელოს არასწორი და პროვოკაციული ინფორმაცია. ტროლები ონლაინ სივრცეში ყალბი პროფილებით მოქმედებენ, ისინი არ დებენ ან სხვა ადამიანის სურათებს იყენებენ. რატომ არსებობენ ტროლები? ტროლების არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გარკვეულ საკითხზე არაჯანსაღი დამოკიდებულების შექმნა და გავცელებაა. მათ სურთ გამოიწვიონ უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის,ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიმართ. ტროლებს არ აინტერესებთ ინფორმაციის ხარისხი, მათთვის მთავარია რაოდენობა. ხშირად უკრანს მიღმა მყოფი ხალხი ამაში ანაზღაურებასაც კი იღებს. არსებობს ტროლები,...