ტროლებისა და ბოტების სამყარო

რა ხდება ტროლებისა და ბოტების ვირტუალურ სამყაროში?
დღევანდელ ინტერნეტ-რეალობაში ხშირად შეხვდებით ტერმინებს ტროლი და ბოტი. ამ ბლოგში გაიგებთ, რა არის ტროლი და ბოტი, რატომ არსებობენ ისინი და რა ზიანის თუ სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ.
ტროლი ისეთი პიროვნებაა, რომელიც თავისი რეალური იდენტობის გამხელის გარეშე, ყალბი ექაუნთებით ცდილობს ხელი შეუშალოს ჯანსაღ დისკუსიებს, მიზანმიმართულად გაავრცელოს არასწორი და პროვოკაციული ინფორმაცია. ტროლები ონლაინ სივრცეში ყალბი პროფილებით მოქმედებენ, ისინი არ დებენ ან სხვა ადამიანის სურათებს იყენებენ.
რატომ არსებობენ ტროლები?
ტროლების არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გარკვეულ საკითხზე არაჯანსაღი დამოკიდებულების შექმნა და გავცელებაა. მათ სურთ გამოიწვიონ უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის,ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიმართ. ტროლებს არ აინტერესებთ ინფორმაციის ხარისხი, მათთვის მთავარია რაოდენობა. ხშირად უკრანს მიღმა მყოფი ხალხი ამაში ანაზღაურებასაც კი იღებს. არსებობს ტროლები, რომლებიც არა პოლიიკური განცხადებებისთვის, არამედ პირადი სარგებლის მიღებისთვის ქმნის დეზინფორმაციას მაგალითად ე.წ.ქლიქბაითები. მათი მუშაობის პრინციპი ასეთია: რაც მეტი ადამიანი გადადის საიტზე, ანუ რამდენი ქლიქსაც შეაგროვებენ, უფრო მეტ ფულს იღებენ.
ბოტი, ეს სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროგრამაა, რომელსაც ადამიანთან მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს. ბოტების მართვა ერთგვარი ქსელის სახით ხდება, როდესაც ბევრი პროფილის მართვა ერთ ადამიანს შეუძლია. არსებობენ ბოტები, რომელთა ქცევაც მაქსიმალურად არის რეალური ადამიანის ქცევას მიმსგავსებული, ისინი მწვავე პოლიტიკური ვითარების დროს იყენებენ სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკებს, ავრცელებენ მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას.
მიუხედავად ამისა დღევანდელ რეალობაში არსებობენ ბოტები რომლებიც დახმარებას გვიწევენ. ბოტები ანაცვლებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა სასტუმროს დაჯავშნა, საჭმლის შეკვეთა, რაიმე ღონისძიების ჩანიშვნა. ისინი გვეხმარებიან მარტივად, დროის დაკარგვის გარეშე შევასრულოთ მარტივი ოპერაციები. ასეთი ჩათბოტის ერთ-ერთი მაგალიტი ქართულ რეალობაში არის Ti Bot / თი ბოტი , რომელიც ხალხს ფინანსური ოპერაციების გაკეტებაში ეხმარება.
ტროლებისა და ბოტების წინაარმდეგ საბრძოლველად მოგიწოდებთ, არაჯანსაღ დისკუსიაში ჩართვისას შეამოწმეთ ოპონენტის პროფილი, დაეჭვდით კონტექსტიდან ამოვარდნილი კომენტარების ავტორებში და დაეხმარეთ სხვებს ამოიცნონ ტროლები კომენტარის დატოვების გზით.
ბლოგის ავტორი: მარიამ ლომიძე
17/06/2020
Comments
Post a Comment